ლუკაკუმ სანჩესს ორჯერ გაატანინა და "ინტერი" "მილანს" კიდევ უფრო გაექცა

AutoSharing Option
სერია A-ს 25-ე ტურში "ინტერმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "პარმა".

დუბლი რომელუ ლუკაკუს პასებით ალექსის სანჩესმა შეასრულა. გასაკვირია სანჩესის შედეგიანი თამაში, რომელსაც 3 თვის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი, უკანასკნელ 2 მატჩში კი სამჯერ დაამწუხრა მეკარეები.

ლუკაკუმ მიმდინარე ტურნირზე 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2013/14 წლების სეზონში "ევერტონში" დამყარებული თავისი რეკორდი გაიმეორა.

"ინტერმა" ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო, უკანასკნელ 9 შეხვედრაში არ დამარცხებულა, უახლოეს მდევარ "მილანს" 6 ქულით გაასწრო და 8 მარტს "ატალანტას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული