შესაძლოა, მარკიზიომ ტურინის მერობაზე იყაროს კენჭი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 35 წლის კლაუდიო მარკიზიო, შესაძლოა, მემარცხენე-ცენტრისტული პარტია Partito Democratico-ს კანდიდატი იყოს ქალაქ ტურინის მერის არჩევნებში.

მარკიზიომ მოსაფიქრებლად დრო აიღო, თუმცა, როგორც Football Italia წერს, უკვე თანხმობა განაცხადა და მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. უკვე ჯერი პარტიაზეა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

კლაუდიო მარკიზიო ის კაცია, რომელიც მუდმივად საუბრობს სოციალური სამართლიანობისა და სხვადასხვა პრობლემის შესახებ. ტურინის მერის არჩევნები ამა წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ვნახოთ, შეძლებს კი მარკიზიო, ჩვენი კახი კალაძის მსგავსად, პოლიტიკურ ასპარეზზეც წარმატების
მიღწევას?!

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოფილი ფეხბურთელი გოროდის მერად? რა სისულელეა, ბანანის რესპუბლიკაა?
დინამოელი
06 მარტი 2021 09:30
1
ბ-ნი ბიძინე არ ყოფილიყო მაგასაც ვნახავდით რა წარმატებას მიაღწევდა კალაძე.
me
05 მარტი 2021 15:37
5
აუ, მაგარი იქნება
ვვვ
05 მარტი 2021 14:41
2
ამბროზინიც გვინდა მილანის მერად და უფრო მაგრა გაასწორებს
რეზო
05 მარტი 2021 17:41
2

სიახლეები პოპულარული