შესაძლოა, მარკიზიომ ტურინის მერობაზე იყაროს კენჭი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 35 წლის კლაუდიო მარკიზიო, შესაძლოა, მემარცხენე-ცენტრისტული პარტია Partito Democratico-ს კანდიდატი იყოს ქალაქ ტურინის მერის არჩევნებში.

მარკიზიომ მოსაფიქრებლად დრო აიღო, თუმცა, როგორც Football Italia წერს, უკვე თანხმობა განაცხადა და მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. უკვე ჯერი პარტიაზეა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

კლაუდიო მარკიზიო ის კაცია, რომელიც მუდმივად საუბრობს სოციალური სამართლიანობისა და სხვადასხვა პრობლემის შესახებ. ტურინის მერის არჩევნები ამა წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ვნახოთ, შეძლებს კი მარკიზიო, ჩვენი კახი კალაძის მსგავსად, პოლიტიკურ ასპარეზზეც წარმატების
მიღწევას?!