დე როსი იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე იქნება

AutoSharing Option
"რომას" ყოფილი ნახევარმცველი დანიელე დე როსი "სკუადრა აძურას" მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ასისტენტად დანიშნეს, - იტყობინება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.

დე როსი "რომას" ღირსებას 2002-19 წლებში იცავდა, ფეხბურთელის კარიერა კი 2020 წელს "ბოკა ხუნიორსში" დაასრულა.

მას იტალიის ნაკრებში 117 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი - 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონია.