36 წლის პორტუგალიელთან თანამშრომლობა "იუვეს" სეზონში 87 მილიონი ევრო უჯდება და სურს ზედმეტი ხარჯისგან გათავისუფლდეს, მით უმეტეს, იმ მიზანს, რისი გამოც შეიძინეს, ვერ მიაღწიეს - ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამას გარდა, ტურინული გუნდი სერია A-შიც წარუმატებლად ასპარეზობს.
გამოცემის მტკიცებით, თუ რონალდოს ტრანსფერზე რომელიმე კლუბმა კონკრეტული წინადადებით მიმართა, "იუვენტუსი" უპრობლემოდ გაყიდის.
თავად რონალდოს "რეალში"დაბრუნება უნდა. მან ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 24 მატჩში 23 გოლი (5 პენალტით) გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.