იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანო რონალდო გააკრიტიკა. ექსფეხბურთელმა განაცხადა, რომ რონალდო პირად მიღწევაზე უფრო მეტადაა კონცენტრირებული, ვიდრე "იუვენტუსის" წარმატებაზე.
ანტონიომ ასევე განმარტა, რომ "ბებერი ქალბატონის" ყოფილი თავკაცის, მაურისიო სარისთვის მთავარი საკითხი თავისი ფილოსოფიის რონალდოს ფეხბურთის სტილისთვის მორგება გახლდათ.
ანტონიომ ასევე განმარტა, რომ "ბებერი ქალბატონის" ყოფილი თავკაცის, მაურისიო სარისთვის მთავარი საკითხი თავისი ფილოსოფიის რონალდოს ფეხბურთის სტილისთვის მორგება გახლდათ.
"თუ კრიშტიანოს გაყიდით, თქვენ 100 მილიონი ევრო გექნებათ, რითაც შეძლებთ რამდენიმე კარგი ფეხბურთელის გუნდში დამატებას. გასულ წელს სარიმ გუნდს ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთი ათამაშა, თუმცა მაინც გადააყენეს.
მისი პრობლემა რონალდო გახლდათ. შენ ვერ გეყოლება მწვრთნელი, რომელსაც კრიშტიანოსთან ერთად სურს თამაში.
ანდრეა პირლოს სწორედ პორტუგალიელი ამუხრუჭებს.
რონალდო მხოლოდ თავის გოლებსა და რეკორდებზე ფიქრობს. თუ პრეზიდენტი ხარ და გინდა გუნდის წარმატება, არ შეიძლება გამოუცდელ მწვრთნელს რონალდოს ყოლის პასუხისმგებლობა დააკისრო. მისი პრობლემა რონალდო გახლდათ. შენ ვერ გეყოლება მწვრთნელი, რომელსაც კრიშტიანოსთან ერთად სურს თამაში.
მაგალითად, ახალგაზრდა კულუსევსკი გავლენის ქვეშაა მოქცეული" - განაცხადა კასანომ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით