რონალდო არსად არ იყო ლიდერი" - ამბობს ექსიუვენტუსელი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ამავე გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა მასიმო მაურომ გააკრიტიკა.

"რონალდო სადაც თამაშობდა, არასოდეს არსად არ იყო ლიდერი და არც იქნება. მისთვის შემოსავალი გუნდის წარმატებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

კრიშტიანო პარტნიორებს წინ არ მიუძღვის, გოლის გასატანად ყოველთვის მათგან ბურთის მიღება უნდა. ძლიერი ინდივიდუალისტია, მაგრამ არა გუნდური მოთამაშე.

თუ შედეგებზე ვიმსჯელებთ, "იუვენტუსი" მასთან ერთად უკეთესი ვერ გახდა, ვიდრე იქამდე იყო. ჩემპიონთა ლიგაზე უარესადაც კი იასპარეზეს. ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილება მასთან განშორება იქნება", - განუცხადა მაურომ "გაძეტა დელო სპორტს".