"მილანმა" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "საიტით" ავრცელებს.
39 წლის იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუგრძელეს და მისი სეზონური ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება.
ზლატანი "როსონერიში" 2020 წელს დაბრუნდა, ამ სეზონში კი 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.