"იუვენტუსის" ამბები - რონალდოს კვარაცხელია შეცვლის?

AutoSharing Option
"იუვენტუსის" საქმეები ვერ მიდის კარგად, სკუდეტო უკვე დათმო, შეიძლება მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს და ყველა თავდამსხმელ რონალდოს აუმხედრდა, რომელმაც სერია A-ს ბოლო 3 მატჩში გოლი ვერ გაიტანა. გულშემტკივრები აღშფოთებულნი არიან და მის ძირითადი შემადგენლობიდან გამოყვანას მოითხოვენ. Football Italia-ში წერილი გამოქვეყნდა სათაურით - "უბრალოდ დასვით სკამზე".

მუდამ დიდების მწვერვალზე ყოფნას მიჩვეულ პატივმოყვარე კრიშტიანოზე კი ეს ძალიან მოქმედებს და "ტუტოსპორტის" ცნობით, არაა გამორიცხული, პსჟ-ში ან "მანჩესტერში" გადაბარგდეს.

"გაზეტა დელო სპორტი" კი, სხვა იტალიური გამოცემების მსგავსად, "იუვეში" "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას
შესაძლო გადასვლაზე წერს, რომ "ბიანკონერი" ცდილობს 20 წლის ქართველის მათი გუნდისადმი სიმპათიით ისარგებლოს და "მილანს" სატრანსფერო ბრძოლა მოუგოს. არსებობს გარკვეული შეთანხმებაც, მაგრამ ამისათვის "იუვემ" ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვოს და შეიძლება ხვიჩა ტურინული გუნდის პირველი ქართველი ლეგიონერი გახდეს.

ერთი შეხედვით, ეს ამბავი დაუჯერებელია და ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ჯერჯერობით საქმე აქეთკენ მიდის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Reali sami celia ronaldus shemcvlels ezebs da bravo iuve, ese xelad tu ipova.
Milani
18:45 27-04-2021
3
მთავარია არ გაანათხოვრონ იუვედანსხვა გუნდში
ucxoplaneteli
18:50 27-04-2021
0

სიახლეები პოპულარული