ლუკაკუმ ზლატანი თან შეაქო, თან კბილი გაჰკრა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ "მილანის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

"ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, ყველა კლუბში იმარჯვებდა, სადაც ყოფილა და 500 გოლზე მეტი გაიტანა.

იტალიის ჩემპიონატს ასეთი დონის ფეხბურთელები სჭირდება. იბრაჰიმოვიჩს მოგება საკუთარი თავისთვის სურს, მე - "ინტერისთვის", რონალდოს - "იუვენტუსისთვის". ახლა კი "რომაში" ჟოზე მოურინიო მოვიდა. ეს ყველაფერი იტალიურ ფეხბურთს გამოადგება, ლიგის დონე იწევს. იმედია, "ინტერი" სკუდეტოს კიდევ მოიგებს.

"რაც შეეხება ზლატანთან კონფლიქტს, 0:1 ვმარცხდებოდით, მომენტი ვერ გამოვიყენე და გავბრაზდი. მისი სიტყვები გულზე მომხვდა. იმ რეაქციით, რაც მქონდა, ძალიან
გახარებული ნამდვილად არ ვარ.

მოკრძალებული და მშვიდი ადამიანი ვარ. გამარჯვებულის მენტალიტეტი მაქვს და მოგებისათვის პარტნიორების გვერდით სიკვდილამდე ვიბრძოლებ", - თქვა რომელუმ.

მომზადებულია Corriere della Sera-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ