იუვენტუსი მილანთან განადგურდა და შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 35-ე ტურში "მილანმა" ტურინში "იუვენტუსი" 3:0 დაამარცხა.

გოლები ბრაიმ დიასმა, რებიჩმა და ტომორიმ გაიტანეს. ამას გარდა, კესიემ პენალტი ვერ გამოიყენა. "როსონერიმ" ამ სეზონში 5 თერთმეტმეტრიანი გააცუდა, რაც ტოპ 5-ის ლიგებში "ეიბართან" ერთად ყველაზე უარესი მაჩვენებელია.

"იუვეს" თავდამსხმელმა რონალდომ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, მაგრამ კარში ბურთი არ დაურტყამს.

"მილანის" ფეხბურთელებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ბრაიმ დიასმა მეორე ტაიმში ტრავმები მიიღეს და შეცვალეს.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე "მილანი" 72 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "იუვენტუსი" 69 ქულით - მეხუთე პოზიციაზე და
შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს.

"იუვენტუსის" მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ თუ არ გადააყენებენ, თავისი ნებით სამსახურს არ დატოვებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
პირლო! წადიიიი.
iuve
10:33 10-05-2021
1
კესის გაცუდებული პენალტის მერე მეგონა მილანი დაისჯებოდა, მარა ეგენი რისი დამსჯელებია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული