რონალდო თანაგუნდელებმა გარიყეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელებთან პრობლემები შეექმნა.

პორტუგალიელი იტალიური გუნდის გასახდელში თავს მარტოსულად გრძნობს. მისი პარტნიორებთან ურთიერთობა ბოლო თვეებში ძლიერ გაფუჭდა, რადგან "იუვეს" ფეხბურთელების აზრით, კრიშტიანო ზედმეტად დიდ თავისუფლებას იღებს.

"მილანთან" განადგურების (0:3) შემდეგ 36 წლის თავდამსხმელმა ვარჯიში გააცდინა და "ფერარის" ქარხანაში კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისა და დირექტორთა საბჭოს წევრ ჯონ ელკანთან ერთად წავიდა.

ამის გარდა, რონალდომ "ბებერი ქალბატონის" რამდენიმე ვარჯიში სპონსორების მოთხოვნების შესრულების გამო გააცდინა. ტურინელთა ბევრი ფეხბურთელი ამ ყოველივეს უსამართლობად თვლის და მიაჩნიათ, რომ რონალდოს მიმართ ისეთივე
დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, როგორც გუნდის ყველა დანარჩენ წევრს ექცევიან.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონატის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
რონალდოს მიმართ მოლოდინი არსებობდა იუვენტუსში რომ ლიგას მოაგებინებდათ. რაც სისულელეა რადგან იგებს გუნდი და არა ერთი კაცი .ერთმა ადამიანმა შეიძლება ლომის წილი დადოს მაგრამ თუ გუნდმა ვერ ივარგა მთლიანად, ვერაფერს მოიგებს. გუნდი კი ცუდად თამაშობს და რონალდომ რა უნდა ქნას? ვერაფერს იზამს.რაც შეეხება მის ეგოიზმს, იმას რომ ყველაფერზე წინ იმას აყენებს რომ თვითონ გაიტანს თუ არა, იცოდნენ რომ ეგეთი იყო და თუ არ აწყობდათ, რას ყიდულობდნენ?
არტ
14 მაისი 2021 10:28
0
Sacyali roni gauriyiat turme, asea roca rabio, kieza, bentankuri da sxva aseti donis varskvlavebi arian shen gundshi, daichagrebi aba raiqneba. Tipi casula shexvedraze da ara gamis klubshi. Da kidev sasaciloa rom iuventusi ligas rom ver igebs krishtianos brali rom yofila. Ligis fle ofis matchebs gadaxedet megobrebo kargad.
Milani
14 მაისი 2021 07:38
1
გუნდელები ვერ ყოფილან თავის ჭკუაზე.გვამივით მიათრევს გუნდს, ბომბარდირია, ლამის 40 წლისაა და ვარჯიშებიც აღარ გააცდინოს, თან მაგ ახალგაზრდებზე მაღლა ხტება და სწრაფად დარბის. მართლა ვირო მადლიო.
გიორგი
13 მაისი 2021 17:16
5
მისტერ 2-8-ას ფანები რას არ იგონებენ.როდესაც კრიშტიანომ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპა მოიგო გასახდელში ისეთი სამადლობელო გამოსვლა ქონდა რომელიც ისტორიაშია შესული.
კოჭი გააგორე
13 მაისი 2021 16:46
4
უეჭველი სუპერია, მაგრამ ყველგან გუნდზე მაღლა საკუთარ თავს აყენებს. პორტუგალიამ ევროპა მაგის გარეშე რომ მოიგო, ტიპს ყველა და ყველაფერი სძულდა.
რაულ გონსალეს ბლანკო
13 მაისი 2021 15:48
15
37 წლისᲐ რონალდო და სადაც წავიდა ყველგან ბომბარდირია და ბოღმიანებს გული უსკდებათ....
სვეწკი ბიჭი
13 მაისი 2021 14:23
4
კაცი 37 წლის არის, ტურინის მერობას აპირებს, წავიდა ქალაქის წარმოება დაათვალიერა, ტყუილად ხომ არ ყოფილა :)
ზურა
13 მაისი 2021 13:42
3
რონალდომ,სამ სეზონში,იტალიაში 100 ბურთი გაიტანა და ქვეყნის რეკორდი მოხსნა.ეს არის პასუხი,რატომ არ ექცევიან მას,ისე, როგორც დანარჩენებს.თანაც ის,გუნდის ხელმძღვანელების ზურგს უკან არაფერს აკეთებს და თუ მათ არ მოსწონთ,თქმა არ გაუჭირდებათ.
სოსო
13 მაისი 2021 10:47
6
კაცი რომ რეალიდან ფულის გამო და თავისი სურვილით სხვა გუნდში გადავა მეტის ღირსია, მოდრიჩს თუკი გაუგრძელეს კონტრაქტი ანლოგიურად ამასაც გაუგრძელებდნენ, მაგრამ 4 წლიანი მსუყე კონტრაქტი გაუფორმა იუვემ და დახარბდა ფულს, რომელიც ისედაც არ ეკლდა, ერთი ოქროს ბურთიც ამის გამო დაკარგა
მამუკა
12 მაისი 2021 18:37
69
ბოდვას შენი დაპოსტილი უფრო ჰგავს, ცენზურა არ მომცემს იმის საშუალებას რომ საკადრისი პასუხი გაგცე შენ უზრდელობაზე. ეხლა გეტყვი მიზეზს რატომაც გადავიდა იუვეში რონალდუ, რეალში არის წესი 35 წლის ფეხბურთელს უფორმებენ მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს ყოველ წელს განახლებით, იუვემ კიდე შესთავაზა 4 წლიანი გარანტირებული კონტრაქტი 30 მილიონი ევრო წელიწადში, ხო და დაიზღვია თავი 4 წლით ან იქნებ ტრამვა მიეღო ან ფიზიკურად ვეღარ შეეძლო, ამ გადმოსახედიდან რეალშიც ითამაშებდა ჩვეულებრივ ეს 4 წელი, ზუსტად ამიტომ ვერ ხერხდება რამოსთანაც კონტრაქტის გაფორმება. ეხლა შენ მითხარი მიზეზი რატომ გადავიდა იუვეში?
ლევანს
13 მაისი 2021 17:52
2
ნუ ბოდავ შე კაი კაცო რა. ან საკითხში გაერკვიე და თუ მაგას ვერ აკეთებ სხვა ნუ შეგყავს შეცდომაში და ნუ ნერგავ ამ ზიზღს ფენომენის მიმართ.
ყველამ გაიგო უკვე რომ იუვეში ოდნავ ნაკლები ხელფასი აქვს, ვიდრე მადრიდში ჰქონდა და სხვა მიზეზების გამო წავიდა.
დააფასეთ ეს ორი ადამიანი სანამ არიან ფეხბურთში და გიხაროდეთ, რა გჭირთ კაცო...
ლევან
13 მაისი 2021 14:18
2
ეს უბრალოდ შუარია და მეტი არაფერი რა ერთნაირი დამოკიდებულება? რატომ უნდა ქონდეთ რონალდოს და მაკენიას ან ბერნადესკის მიმართ ერთნაირი და მოკიდებულება და პირობები ?? სად რონალდო და სად ივეს მთელი შემადგენლობა.
გიორგი
12 მაისი 2021 18:24
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული