"ნაპოლის" მოგება, "მილანის" ფრე - "იუვე" ჩემპიონთა ლიგის გარეშე? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 37-ე ტურში "ნაპოლიმ" ფლორენციაში 2:0 დაამარცხა "ფიორენტინა" - ანგარიში 56-ე წუთზე ინსინიემ გახსნა, 67-ე წუთზე კი ვენუტიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"მილანი" საკუთარ მოედანზე უგოლო ფრეს დასჯერდა "კალიარისთან".

შეგახსენებთ, "ინტერმა" სკუდეტო ადრე მოიპოვა, ხოლო "ატალანტამ" ზედიზედ მესამედ - ჩემპიონთა ლიგის საგზური. "მილანს" და "ნაპოლის" 76-76 ქულა აქვთ, "იუვენტუსს" კი - ქულით ნაკლები.

23 მაისს, უკანასკნელ ტურში, "მილანი" სტუმრად "ატალანტას" შეხვდება, "ნაპოლი" "ვერონას" უმასპინძლებს, "იუვენტუსი" კი გასვლაზე "ბოლონიას" დაუპირისპირდება.

იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე 4 გუნდი გადის და შეიძლება მიზნის მისაღწევად
ტურინულ გუნდს გამარჯვებაც არ ეყოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი ატალანტა არ დაუწვებოდეს მილანს და კალიარისთან ვერ (არ) მოგებული მატჩის შემდეგ, მილანი თუ ლიგის გარეშე დარჩება, ძალიან გამიხარდება.
დათო
00:48 18-05-2021
1
vse anu kvara vegar midis iuveshi.
კუ კობსონი
12:10 17-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული