რონალდომ თანაგუნდელებს ამცნო, რომ გუნდიდან წასვლა სურს...

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ გასახდელში ყოფნისას თანაგუნდელებს განუცხადა, რომ კლუბიდან წასვლითაა დაინტერესებული. 36 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე, მომდევნო წელს უფასოდ წასვლის ნაცვლად, სავარაუდოდ, პორტუგალიელი "ბებერ ქალბატონს" 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.

Il Messaggero-ს ცნობით, რონალდომ საკუთარ გუნდელებს უთხრა, რომ ის ზაფხულში კლუბის დატოვებას გეგმავს. გულშემატკივრები და ზოგადად, საფეხბურთო სამყარო, მას "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "სპორტინგში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. ასევე შესაძლოა "სამეფო კლუბმა" თავის ყოფილ ფეხბურთელს კონტრაქტი თავიდან შესთავაზოს.

ტურინში გატარებული 3 წლის განმავლობაში, კრიშტიანომ "ბიანკონერის" შემადგენლობაში თავი
101 გოლითა და 22 ასისტით გამოიჩინა.

წყარო: marca

ასევე დაგაინტერესებთ