ჩალჰანოღლუმ მილანში გუნდი გამოიცვალა

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ "მილანიდან" "ინტერში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნერაძური" ავრცელებს.

"ინტერმა" ჩალჰანოღლუს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონი ევრო დაუნიშნა, კიდევ 1 მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

გასულ სეზონში მან "მილანში" 43 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კი მაგრამ ინტერმა თუ ბირთვი შეინარჩუნა ეს ვის მაგივრად უნდა ჩაჯდეს? ამ ევროპამაც აჩვენა ეგ რა ხვითოცაა სადღაც ახალ მთვარეზე, კვარტალში ერთხელ რაღაც გამოუვა ეგაა ამის თამაში სულ.
hhh
23 ივნისი 2021 11:14
0
ეს თურქები რამ დაახარბათ ფულზე. სხვა გუნდში მაინც გადასულიყო ფულის გამო პირდაპირ ინტერში არაა ლამაზი. მილანი დონარუმამაც ფულის გამო დატოვა ეგაა სამწუხაროდ დღევანდელი ფეხბურთის რეალობა
ტოტტი
23 ივნისი 2021 09:48
0

სიახლეები პოპულარული