ჩალჰანოღლუმ მილანში გუნდი გამოიცვალა

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ "მილანიდან" "ინტერში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნერაძური" ავრცელებს.

"ინტერმა" ჩალჰანოღლუს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონი ევრო დაუნიშნა, კიდევ 1 მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

გასულ სეზონში მან "მილანში" 43 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.