ინძაგი: გგონიათ, რონალდომ გერმანიასთან ადვილი გოლი გაიტანა?!.

AutoSharing Option
"ბრეშიას" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ საკუთარი აზრი პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს შესახებ გამოთქვა.

უეფას ტურნირებში გატანილ გოლებზე

"იყო გერდ მიულერი, მერე ვიყავით მე და რაული, ჩვენ შემდეგ კი ორი მონსტრი მოვიდა მესისა და რონალდოს სახით და ჩვენი ციფრები დააპატარავეს... მიუხედავად ამისა, საკუთარი კარიერით მაინც ვამაყობ.


რონალდოს შესახებ

"მას საოცარი ჩვევა აქვს - პირველი ხვდება, თუ სად აღმოჩნდება ბურთი...

გერმანიის ნაკრებში გატანილი გოლი გაიხსენეთ. თეორიულად, მისი მოძრაობა სივრცეს პარტნიორს უთავ
ისუფლებს, თვითონ კრიშტიანოს კი მოწინააღმდეგე იყვანს, მაგრამ ბოლოს ის ხდება, რაც რონალდომ ჩაიფიქრა.

მას შესრულების კუთხით ადვილი გოლი გააქვს, მაგრამ მოძრაობის მხრივ განსაკუთრებული იყო. კრიშტიანოს ასეთი გოლები ხშირად გააქვს - ხშირად გაექცევა ხოლმე ფეხბურთელს, რომელიც მას იყვანს", - უთხრა "პიპომ" La Gazzetta dello Sport-ს.

ასევე დაგაინტერესებთ