ოლივიე ჟირუ "მილანის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების 34 წლის თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ "ჩელსი" დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "მილანში" გადავიდა, - იტყობინება იტალიური კლუბის საიტი.

"მილანმა" ჟირუს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მან გასულ სეზონში პრემიერლიგის 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა.