კრისტიან ერიკსენი: ფეხბურთს ისევ ვითამაშებ!

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერისკენმა განაცხადა, რომ მოედანზე დაბრუნებას აპირებს.

"4-5 თვეში ფეხბურთის თამაშს ისევ დავიწყებ. არაფერი მჭირს, ყველაფერი რიგზე მაქვს", - უთხრა კრისტიანმა Corriere dello Sport-ს.

შეგახსენებთ, ევრო 2020-ის მატჩის დროს, რომელშიც ერთმანეთს დანია და ფინეთი ხვდებოდნენ, ერიკსენს გული გაუჩერდა. ფეხბურთელი "ინტერის" ბაზაზე გუშინ, 7 ივლისს პირველად მივიდა.