კაპელომ რონალდოს “იუვედან” წასვლის მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის”ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კრიშტიანო რონალდოს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

“ვფიქრობ, მან დღევანდელ “იუვენტუსზე” დასკვნები გააკეთა. მგონია, რომ რონალდო კარგად ხედავს, “იუვეს” საერთაშორისო დონეზე ბრძოლის ძალა არ გააჩნია. ტურინელებს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 3 წელი წარუმატებელი ჰქონდათ. ამიტომაც ადგა და წავიდა.

ჩემპიონებს ყოველთვის პატივს ვცემდი. ჩემი აზრით, დიადი ჩემპიონები გუნდს გამარჯვებაში ეხმარებიან, მაგრამ ამავდროულად, ერთ მოთამაშეს ორკესტრის გარეშე მუდმივად შედეგის დადება არ შეუძლია,”- განაცხადა კაპელომ.

მომზადებულია gazzeta dello sport-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ