სანდროს ლამაზი ჯარიმა და ჟირუს დუბლი - "მილანმა" დიდი ანგარიშით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეორე ტურში "მილანმა" "კალიარის" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. გულშემატკივარმა 5-ივე გოლი პირველ ტაიმში იხილა.

ანგარიში სანდრო ტონალიმ მე-12 წუთზე ულამაზესი ჯარიმით გახსნა. ალესანდრო დეიოლამ მე-15 წუთზე წონასწორობა აღადგინა. "როსონერიმ" უპირატესობა მე-17 წუთზე, რაფაელ ლეაოს გოლით დაიბრუნა.

დარჩენილი ორი გოლი კი მილანელთა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგმა თავი 24-ე და 43-ე წუთებზე გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი აღარაფერი შეცვლილა.

ამრიგად, 2 ტურის შემდეგ "როსონერი" 6 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. "კალიარის" 1 ქულა აქვს და მე-14 ადგილს იკავებს.

"მილანი" მომდევნო შეხვედრას
12 სექტემბერს, "ლაციოს" წინააღმდეგ გამართავს. "კალიარი" იმავე რიცხვში "ჯენოას" დაუპირისპირდება.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული