ზლატანი: ვქურდობდი, რადგან ეს გადარჩენი გზა იყო...

AutoSharing Option
"მილანისა" და შვედეთის ნაკრების ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბავშვობაზე საუბრისას საყვარელი ველოსიპედის მოპარვა გაიხსენა და ახსნა, თავად რატომ იპარავდა მათ.

"ჩემი საყვარელი ველოსიპედი მომპარეს და მისი დაბრუნება ვერ შევძელი. ალბათ, ბუმერანგის კანონი ამოქმედდა ჩემ მიერ მოპარული ველოების სანაცვლოდ. გული ახლაც მწყდება, ის ველოსიპედი ყველაზე მეტად მიყვარდა.

როგორ მოვექცეოდი იმ ადამიანს, რომელმაც ველო მომპარა? მას ახალს ვუყიდდი, ჩემსას კი გამოვართმევდი.

მაშინ პატარა ვიყავი, სულელი. გადარჩენისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ველოსიპედი კი სხვადასხვა ადგილას მისვლა მჭირდებოდა. ქურდობაზე ჩემი ცხოვრების სირთულეებთან გასამკლავებლად წავედი.

სხვისი ველოსიპედების მოპარვა
არც მაშინ შემიწყვეტია, როცა ჩემი დავკარგე. არ მინდოდა, მაგრამ უარის თქმა არ შემეძლო. ეს გადარჩენის საკითხი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ამაში კარგი არაფერი ყოფილა, მსგავს ნაბიჯს იმიტომ დგამ, რათა ცხოვრებაში ნაბიჯის წინ გადადგმა შეძლო,"- თქვა ზლატანმა.

მომზადებულია Get French Football News-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ევროპაო, ისაო ესაო და ევროპელი სპორტსმენი არაა რომ არ უჭირდა ბავშვობაში, რა ისტორიებს არ ჰყვებიან: ზოგი იპარავდა, ზოგი მათხოვრობდა, რონალდუ მაკდონალდში ითხოვდა საჭმელს, ზოგის მშობელწ 3 სამუშაოზე მუშაობდა მარა მაინც არ ჰყოფნიდა საჭმელი და ამერიკაშიც ბევრია ეგეთი სპორტსმენი.
გოგა
13 სექტემბერი 2021 11:50
0
მე ვქურდობ!
ტხუთმეტი წელია ევროპაში ვარ, უსაბუთოდ! ერთი კაპიკი არ მახსოვს არავისგან, არც უმუშევრობის ფულს ვიღებ, რადგან უსაბუთო ვარ, მყავს ოთხი შილი, რა ვქნა?
ვინც აზრზე არ ხართ და არც გამოგიცდიათ, თქვენ გეკითხებით, აბა რა ვქნა?
ჯიგარი ხარ ძია ისიდორე, სიმართლისათვის.
კ ო მ ბ ლ ე
12 სექტემბერი 2021 21:31
14
ჩამოდი და მიწას მიხედე/დაამუშავე ცოტა ინვესტიცია ჩადე... მაქ ქურდობას მეტს იშოვნიდი აქამდე აქ! სად გარბიან არ მესმის გეგონება ლანგარზე იდოს სამუშაო ევროპაში.
name
13 სექტემბერი 2021 00:19
1
და ვისაც ჰპარავ, იმას არ ჰყავს შვილი?!... ოღონდ, ნუ გვეტყვი, რომ არსენა ან იური დეტოჩკინი ხარ და მხოლოდ მდიდარს ართმევ, მაინც ვერ დაგიჯერებთ...
ვოოტ
13 სექტემბერი 2021 00:15
1
ყველა გამოხმაურება
ტიპი რა დონის მზაკვრულ რაღაცას ამბობს, ქურდობას ამართლებს, რაც ერთგვარი რეკლამაც კი გამოდის ეს "გაპრავება", განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
გიო
12 სექტემბერი 2021 17:30
6
მომრავლდა ეგეთი ისტორიები ცნობილი სპორტსმენებისგან, ზოგი ქურდაობდა, ზოგი მათხოვრობდა, ზოგი სექსუალური ძალასობის მსხვერპლი იყო და უამრავი ეგეთი ისტორია
გოჩა
13 სექტემბერი 2021 11:54
0
მისგან რაიმეს ელით კაცურს? - ბურთის გორება კი მართლა გამოსდის, არცთუ ისე ცუდი :)
ირაკლი
12 სექტემბერი 2021 22:06
1
ჯიგარი ხარ ძია ისიდორე!
კ ო მ ბ ლ ე
12 სექტემბერი 2021 15:01
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული