ეს საინტერესოა - დე ლაურენტისი მზადაა ახალი ევროპული ლიგის შესაქმნელად 10 მილიარდი გაიღოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის რეფორმირების მომხრეა, კონფერენს ლიგას კი საერთოდ არ ახსენებს. ვერ გეტყვით რამდენად გულწრფელია, მაგრამ როგორც ამბობს, მზადაა სერიოზული ინვესტიცია განახორციელოს.

"სისტემა მეტად არ მუშაობს. ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგას კლუბებისთვის საკმარისი შემოსავალი არ შემოაქვთ, რათა მათი იქ მონაწილეობა გაამართლოს. კონკურენტუნარიანობისთვის თქვენ უმაღლესი კლასის უფრო მეტი მოთამაშე გჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი ფულის დახარჯვა მოგიწევთ - ევროპული შეჯიბრებების საპრიზო ფონდები ამას არ ითვალისწინებს. აი, რატომ უნდა დაილაპარაკონ კლუბებმა ერთმანეთთან, რათა მოიგონონ
ყველასათვის უფრო თანამედროვე და მომგებიანი ტურნირი, ვინც მასში მონაწილეობას მიიღებს.

ჩვენთვის აუცილებელია მატჩების რაოდენობის შემცირება, რაც მთელს ევროპაში უმაღლესი დივიზიონების გუნდების რაოდენობის შემცირებით უნდა მოხდეს. ამას გარდა, საჭიროა მასში დემოკრატიული შესვლის სისტემით ევროპული ლიგის შექმნა. ეს დაფუძნებული უნდა იყოს შიდა შეჯიბრებებზე გუნდების მიღწევებით. მე პროექტი შევისწავლე და მზად ვარ 10 მილიარდი ევრო შევიტანო. ჩვენ მზადყოფნა და სრული დამოუკიდებლობა გვჭირდება.

თუ თამაშის წესებს არ შევცვლით და სანახაობას უკეთესს არ გავხდით, ახალგაზრდები ზურგს გვაქცევენ და ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი აღარ იქნება. ჩემი გამოკვლევები აჩვენებენ, რომ რვიდან ოცდახუთ წლამდე ასაკის ადამიანები აღარ უყურებენ ფეხბურთს და სმარტფონებით თამაშს ანიჭებენ უპირატესობას - ამ სმარტფონებმა სრულად შეცვალეს ჩვენი ბავშვები.

მე არ ვამბობ, რომ ფეხბურთის სტადიონზე ყურების ჩვეულება გაქრება, მაგრამ ახლა "ვირტუალური სტადიონი" გვაქვს", რომელსაც მილიარდობით ადამიანის მიზიდვა შეუძლია, რათა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშონ. ვინ იცის, შევძლებთ კი მათ მსოფლიოს ყველაზე დიად და გავლენიან სპორტში დაბრუნებას?" - ციტირებს და ლაურენტისს "დეილი მეილი".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფეხბურთს ღუპავს კორუფცია. ტალანტები უფულობის გამო იკარგებიან. ამიტომაც სანახაობა ფეხბურთში დაიკარგა. საქართველო ამის ნათელი მაგალითია.
GIA
15 სექტემბერი 2021 21:24
0
10ს ჩადებს 30ს ამოიღებს, ტრანსლიაციებით, რეკლამებით, ჩაწყობილი თამაშებით, ტოტალიზატორებით, ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს, გაყიდულ ბილეთებშიც კი წილში ჩაუჯდება გუნდებს და ირბენენ ფეხბურთელები მონებივით, აი პერსპექტივა
:)
15 სექტემბერი 2021 21:46
0
სწორედ აზროვნებს.თუ ვერ მოიგონეს ახალი ფორმა, ფეხბურთი აღარ განვითარდება.ხელოვნურად შენარჩუნებული ლიგები, დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,უაზრო შესარჩევი სისტემა- ზუსტად ეს არის კორუფციის წყარო.სიმართლე ვთქვათ- შესაძლებელია თუ არა რომ ( საქართველოს მაგალითზე) თუნდაც "ჩიხურამ" შეკრიბოს ათიოდე ე.წ. მფრინავი ფეხბურთელი ( ყოველ სეზონში რომ კლუბებს იცვლიან),დაამატოს ორიოდე ვეტერანი უკლყბოდ დარჩენილი ლეგიონერი და გახდეს საქართველოს ჩემპიონი? მერე რა ფეხბურთს ამით? თამაში იქნება საინტერესო თუ მაყურებელს მიიზიდავს?სასწაული თუ მოხდა და საკვალიფიკაციოზე ერთ თამაშს მოიგებს,მერე რა?
ასევეა ყველა დონეზე. რა საინტერესოა ეხლა "შერიფის"თუ "ბატეს",ანდა "სპარტაკის" ყურება?
Simartle
16 სექტემბერი 2021 09:51
3
სიმართლე-ს
დიახ, ძმაო, საინტერესოა, ყველა რომელიმე ტოპ გუნდს ვგულშემატკივრობთ, მაგრამ გვყავს ჩვენი ქალაქის/რეგიონის ფავორიტი გუნდები, რომელიც ყველა დანარჩენს გვირჩევნია! შერიფს რომ ვუყურებ, მეც იმედი მეძლევა, რომ ოდესმე ჩემი ქალაქის გუნდიც გაძვრება და ითამაშებს ტოპ გუნდებთან. ესაა ოცნება და ამ ოცნების მოკვლა დააზარალებს ფეხბურთს და ჩემნაირ გულშემატკივარს.
ქუთაისელი
16 სექტემბერი 2021 13:52
0
კიდე მინდა დავამატო.რატომ გვაქვს პრეტენზია რომ ქართული ფეხბურთი წარმოდგენილი იყოს ე.წ. ა თუ ბ ლიგაში? ქვეყანაა მთლიანად ჭ ლიგაში, ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე და ფეხბურთელებისგან რატომ ითხოვთ მეტს?
Simartle
16 სექტემბერი 2021 11:17
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული