"იუვენტუსისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, "არსენალის" ლეგენდამ და "კრისტალ პალასის" მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ ვიეირამ სპორტში არსებულ დისკრიმინაციაზე ისაუბრა.
"ძალიან გამიმართლა, კარგი საფეხბურთო კარიერა გამომივიდა, ახლა კი ისე მინდა მოვიქცე, რომ ადამიანებმა გაიგონ: უფრო სამართლიანი საზოგადოების შექმნაში წვლილის შეტანა ყველას შეუძლია.
9 წლიდან საკთარი თავის შეცნობას ვცდილობდი. როცა კარიერა დავასრულე, საკუთარ ფონდთან ერთად უსამართლობის წინააღდეგ საბრძოლველად მოგზაურობა დავიწყე. წარმატებულმა სპორტსმენებმა პრობლემებზე უნდა ისაუბრონ, რადგან მათ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
თეთრკანიანი ფეხბურთელების ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი პრობლემას უნდა დაუპირისპირდნენ. თეთრი კანი თუ
არ გაქვს, საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო წარმატების მისაღწევად.
ფეხბურთი ისეთივე დაუნდობელია, როგორც პოლიტიკა, ეკონომიკა და კაპიტალიზმი,"- თქვა ვიეირამ.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით