"იუვენტუსის" ნახევარმცველი ავარიაში მოყვა

AutoSharing Option
დღეს, 22 სექტემბერს, ტურინში, "იუვენტუსის" ნახევარმცველი არტური ავარიაში მოყვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი საავადმყოფოსკენ მიიჩქაროდა, რათა გამოკვლევები ჩაეტარებინა, რა დროსაც ეს საშინელი ამბავი მოხდა.

შეგახსენებთ, ნახევარმცველმა ივლისში მარჯვენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას გადის.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით