იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში "მილანმა" "ვენეციას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "როსონერიმ" მეტოქის კარი 68-ე წუთზე აიღო. თავი ბრაჰიმ დიასმა გამოიჩინა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ტეო ერნანდესმა 82-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, 5 ტურის შემდეგ მილანელები 13 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან. "ვენეცია" 3 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.
"შავ-წითლები" მომდევნო შეხვედრას 25 სექტემბერს, "სპეციას" წინააღმდეგ გამართავენ. "ვენეცია" 27 სექტემბერს "ტორინოს" უმასპინძლებს.