"ნაპოლის" საოცარი სტარტი - ხუთიდან ხუთი მოგება

AutoSharing Option
სერია A-ს მეხუთე ტურში "ნაპოლიმ" სტუმრად "სამპდორია" 4:0 დაამარცხა.

ვიქტორ ოსომჰენმა დუბლი შეასრულა, ორ-ორი საგოლე გადაცემა ლორენცო ინსინიემ და ჰირვინგ ლოსანომ გააკეთეს.

"ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა საერთო ანგარიშით 14:2 და 26 სექტემბერს "კალიარის" უმასპინძლებს.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა სტუმრად მიჯრით მეექვსე მატჩი მოიგო, შვიდ გასვლით შეხვედრაში კი მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

გენუა. "ლუიჯი ფერარისი"
სამპდორია - ნაპოლი 0:4
გოლები: 0:1 ოსომჰენი (10), 0:2 ფაბიან რუისი (39), 0:3 ისიმჰენი (50), 0:1 ზელინსკი (59)