"მილანმა" 38 წლის მეკარეს სასწრაფოდ გაუფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
იმის გამო, რომ ძირითადმა მეკარემ, მაიკ მენიანმა, ტრავმა მიიღო, ოპერაციის გაკეთება მოუწევს და რამდენიმე თვე გაუცდება, "მილანმა" სასწრაფოდ გაუფორმა 38 წლის ანტონიო მირანტეს კონტრაქტი.

მირანტემ გასულ სეზონში "რომაში" სერია A-ს 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა (19 გოლი გაუშვა), ზაფხულის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო და "მილანმა" ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუფორმა, რომლის მიხედვით თანამშრომლობის გაგრძელებაა შესაძლებელი.

მირანტეს "მილანში" 83-ნომრიანი მაისური გადასცეს.