გული მატკინეს - ფეხბურთის უდიდესი კორუფციონერი ალაპარაკდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩიანო მოჯი Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში "კალჩოპოლის" სკანდალის შესახებ ალაპარაკდა.

"ქუჩაში გამოსვლისაც კი მრცხვენოდა. გონებაში სხვადასხვა აზრი მომდიოდა, თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. მე ხის წვერში ვიყავი და ყველა მზად იყო ჩემთვის ქვევიდან ესროლა. პირველი 10 დღე დაუნდობელი კოშმარივით იყო.

ტელევიზია, რადიო, პრესა - ყველგან ერთმანეთის მიყოლებით იტალიურ ფეხბურთში ატეხილ სკანდალზე წერდნენ, თუმცა მე უსამართლო, არაპატიოსანი გზით სხვებზე უპირატესობა არასდროს მომიპოვებია და გაიძვერობაში დადანაშაულება გულს მტკენდა.

მიღალატეს, თითქოს თავზე მთელი სახლი ჩამომექცა. თუნდაც ყველა სასამართლო პროცესი გამართლებული ყოფილიყო, რა
აანაზღაურებს იმ ზიანს, რომელიც ფეხბურთს მიაყენეს", - თქვა მოჯიმ...

2006 წელს იტალიურმა პოლიციამ ქვეყნის საფეხბურთო სისტემაში არსებული კორუფცია გამოავლინა. ერთერთი მთავარი დამნაშავე კი "იუვენტუსის" მმართველი - ლუჩიანო მოჯი გახლდათ, რომელიც მუქარით, მოსყიდვით, დაშინებით - მეთოდთა სიმბიოზით, ფაქტობრივად, მაფიოზურად მართავდა იტალიურ ფეხბურთში არსებულ პროცესებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საწყალი (( მამა აბრამის საკალელი ბოტკანი
ქორ-პარიკმახერი
19:09 15-10-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული