სპალეტის მანქანა მოჰპარეს, მისი "ნაპოლი" კი შეუჩერებელია

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ნეაპოლში სასტუმროს წინ, სადაც ცხოვრობს, ღამით ავტომობილი "Fiat Panda" მოჰპარეს.

ნეაპოლში 62 წლის სპალეტი "მერსედესით" ჩავიდა, მაგრამ "Fiat Panda" აირჩია, რადგან ქალაქში გადასაადგილებლად უფრო მოხერხებულია. ლუჩანომ უკვე მიმართა პოლიციას.

დღეს კი "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ტორინო" (გოლი 81-ე წუთზე ვიქტორ ოსომჰენმა გაიტანა), სერია A-ს რვავე მატჩი საერთო ანგარიშით 19:3 მოიგო და ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატებში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს.

"ნაპოლი" მეორეადგილოსან "მილანს" 2 ქულით უსწრებს და 24 ოქტომბერს სტუმრად "რომას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული