ორი გაძევება, იბრაჰიმოვიჩის ავტოგოლი და გოლი

AutoSharing Option
სერია A-ს მეცხრე ტურში „მილანმა“ გასვლაზე 4:2 დაამარცხა „ბოლონია“.

"მილანის" თავდამსხმელმა იბრაჰიმოვიჩმა ჯერ ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ გოლი და ამას გარდა, საგოლე გადაცემა გააკეთა. ის 40 წელს გადაცილებული მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში გაიტანა და მეორე, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა.

მსაჯმა მასპინძელთა გუნდის ორი ფეხბურთელი გააძევა.

„მილანმა“ 67 წლის შემდეგ პირველად მოიგო 9 სასტარტო მატჩიდან 8, ამ მომენტისთვის 25 ქულით პირველ ადგილზეა და 26 ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს. დღეს „ნაპოლი“ სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია -
მილანი 2:4

გოლები: 0:1 ლეაო (16), 0:2 კალაბრია (35), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (49, საკ. კარში), 2:2 ბაროუ (52), 2:3 ბენასერი (84), 2:4 იბრაჰიმოვიჩი (90)
გაძევება: სომაორო (20, ბოლონია), სორიანო (58, ბოლონია)