40 წლის "იბრა" "მილანთან" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. წყაროს თქმით, შვედი ფორვარდი "როსონერისთან" ხელს ახალ, 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს.

შეგახსენებთ, სკანდინავიელი ვარსკვლავი იტალიის სერია A-ში მოღვაწე მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 40 წლის ასაკში გოლი გაიტანა. აქამდე ეს მიღწევა სილვიო პიოლას, პიეტრო ვერჰოვოდსა და ალესანდრო კოსტაკურტას ეკუთვნოდათ.

როგორც ჩანს, "იბრა" დიდი ფეხბურთიდან წასვლას ჯერ არ გეგმავს, იტალიაში დარჩენას 2023 წლამდე აპირებს, შემდეგზე კი მომავალში ვისაუბროთ.

მომზადებულია championat-ის მიხედვით


ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული