სერია A-ს მე-13 ტურში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
სტუმრებმა ანგარიში მე-17 წუთზე პიოტრ ზიელინსკის გოლის წყალობით გახსნეს, ჰაკან ჩალჰანოღლუმ 25-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ივან პერიშიჩმა კი 44-ე წუთზე "ნერაძური" წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ, თუმცა ლაუტარო მარტინესმა 61-ე წუთზე სხვაობა ორბურთიანი გახადა.
მატჩის საბოლოო ანგარიში დრის მერტენსმა 78-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, მილანელები 28 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 27 ნოემბერს, "ვენეციას" წინააღმდეგ გამართავენ.
"ნაპოლი" 32 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მე-14 ტურში კი "ლაციოს" უმასპინძლებს. მატჩი 28 ნოემბერს შედგება.