"იბრას" მშვენიერი გოლი და "სასუოლოს" ბოლო წუთების დრამა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ დეკემბერს, იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

"მილანი" "ჯენოას" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მე-10 წუთზე გახსნა. შვედმა ფორვარდმა თავი მშვენიერი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა, 2 გოლი კი ჯუნიორ მესიასის (45+1, 61) ანგარიშზეა.

ამრიგად, 15 ტურის თავზე "როსონერი" 35 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს, "სალერნიტანას" პირისპირ გამართავს.

"ჯენოა" 10 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 5 დეკემბერს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


"სასუოლომ" "ნაპოლის" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

უგოლო
პირველი ტაიმის შემდეგ გულშემატკივარმა მეორე ნახევარში ნამდვილი დრამა იხილა.

სტუმრებმა ფაბიან რუიზისა (51) და დრის მერტენსის (59) გოლების წყალობით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. თავი ჯანლუკა სკამაკამ (71) და ჯან მარკო ფერარიმ (89) გამოიჩინეს.

90+5 წუთზე "სასუოლოს" შემტევმა დეფრელმა გოლი გაიტანა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მატჩის მთავარმა არბიტრმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა...

ასე და ამგვარად, ნეაპოლელები 36 ქულით სერია A-ს ლიდერები არიან, მომდევნო შეხვედრას კი 4 დეკემბერს, "ატალანტას" პირისპირ ჩაატარებენ.

"სასუოლო" 19 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს კი 5 დეკემბერს, "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგ დროს დაბრუნდა მენიე, ტორემ ტატარუშანუს აშკარად ტ====კენ მიყავდა მილანი.DDDDD
hhh
02 დეკემბერი 2021 18:05
0

სიახლეები პოპულარული