"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვატიკანში რომის პაპმა ფრანცისკმა მიიღო.
იბრაჰიმოვიჩმა პონტიფიკს თავისი ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი "ადრენალინი" აჩუქა.
"თქვენთვის რაღაც მოვიტანე და მსურს პირადად გადმოგცეთ. ეს ჩემი ისტორიის ნაწილია, ეს წიგნი ჩემი ცხოვრების ამსახველია და მცირედი გზავნილია", - უთხრა იბრამ და ნაწარმოები გადასცა. პაპმა სტუმარს მიუგო, რომ აუცილებლად წაიკითხავს.
შვედმა აგრეთვე პაპს "მილანის" 11-ნომრიანი მაისური აჩუქა და ჰკითხა: "თქვენ მოგწონთ "მილანი"? ამ მაისურით მე ვჯადოქრობ".