სამწუხარო ინფორმაცია "იუვესა" და იტალიის გულშემატკივრებისთვის... კიეზა სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ოფიციალურმა გვერდმა გულშემატკივარს ფედერიკო კიეზას ტრავმის სიმძიმე აცნობა.

24 წლის შემტევმა გუშინ, 9 იანვარს, "რომასთან" (4:3) მატჩში, კერძოდ, 32-ე წუთზე, ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. როგორც ტურინული კლუბი იუწყება, კიეზამ ჯვარედინი იოგები დაიზიანა და ოპერაციას საჭიროებს.

Tuttosport-ის თქმით, ფედერიკო ამ სეზონში ვერც "იუვენტუსს" და ვერც იტალიის ნაკრებს ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, "სკუადრა აძურას" 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფი აქვს სათამაშო, სადაც მათი მეტოქე ჩრდილოეთი მაკედონია იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის ძლიერს შეხვდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით