"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან

AutoSharing Option
"ფიორენტინას" ფანებს დუშან ვლაჰოვიჩის "იუვენტუსში" გადასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე სწრაფი და უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ.

არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონთან ახლოს, სადაც "ფიორე" საშინაო მატჩებს ატარებს, გულშემატკივრებმა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს.

ბანერებზე წერია: "პატივისცემა გოლების გატანით არ მოიპოვება. ვლაჰოვიჩი დედა***ლი კუზიანია (ანუ gobbi, "იუვენტუსის" ფეხბურთელებისა და ფანების მეტსახელი); "შენი დაცვა სიცოცხლეს ვერ შეგინარჩუნებს. ნაბ***რო ციგანო, შენთვის ყველაფერი დასრულებულია!"; "მალე შევხვდებით, ხიფათის მოყვარე ბიჭუნა!"; "ვლაჰოვიჩი ნაბი***რი ციგანია!"

Sportall.Ge

იტალიური გამოცემების მიხედვით, დიდი  შანსია, უახლოეს საათებში სერბმა თავ
დამსხმელმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააფორმოს. ვლაჰოვიჩი "ფიორენტინაში" მეოთხე სეზონს ატარებს და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

მომზადებულია goal.com/it/-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ