"დელა მადონინა" - "მილანის" ქამბექი, უხეშობა და წითელი ბარათი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 24-ე ტურში დერბი "დელა მადონინა" გაიმართა, "მილანი" "ინტერს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა, გულშემატკივარმა საინტერესო და დაძაბული მატჩი იხილა.

პირველი ტაიმი "ნერაძურიმ" ივან პერიშიჩის (38) გოლის წყალობით მოიგო.

მეორე ნახევარში კი 3 წუთიან მონაკვეთში, 75-ე და 78-ე წუთებზე ოლივიე ჟირუმ ფორმალური მასპინძლების კარი ორჯერ აიღო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

რა თქმა უნდა, მატჩი უხეში იყო, რაზედაც 34 ჯარიმა, 6 ყვითელი და 1 წითელი ბარათიც მეტყველებს.

ამრიგად, "ინტერი" 53 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, შემდეგ
მატჩს 12 თებერვალს, "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართავს.

"მილანი" 52 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში (13 თებერვალს) კი "სამპდორიას" უმასპინძებს ("ნერაძურიზე" ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული).


მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც უყურა,ალბათ დამეთანხმება,რომ მილანის აბსოლიტურად დაუმსახურებელი მოგება განაპირობა,გამართლების, უხეშობის და მსაჯთა და ვარის არაპროფესიონალიზმის გამო!
ვახო...
18:12 06-02-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული