სერია A-ს 24-ე ტურში დერბი "დელა მადონინა" გაიმართა, "მილანი" "ინტერს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა, გულშემატკივარმა საინტერესო და დაძაბული მატჩი იხილა.
პირველი ტაიმი "ნერაძურიმ" ივან პერიშიჩის (38) გოლის წყალობით მოიგო.
მეორე ნახევარში კი 3 წუთიან მონაკვეთში, 75-ე და 78-ე წუთებზე ოლივიე ჟირუმ ფორმალური მასპინძლების კარი ორჯერ აიღო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
რა თქმა უნდა, მატჩი უხეში იყო, რაზედაც 34 ჯარიმა, 6 ყვითელი და 1 წითელი ბარათიც მეტყველებს.
ამრიგად, "ინტერი" 53 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 12 თებერვალს, "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართავს.
"მილანი" 52 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში (13 თებერვალს) კი "სამპდორიას" უმასპინძებს ("ნერაძურიზე" ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული).