იბრაჰიმოვიჩს კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობობა სურს? შვედი მომავალზე საუბრობს

AutoSharing Option
"მილანის" ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ შეიძლება მსახიობი გახდეს.

40 წლის ფორვარდმა ამ საკითხთან დაკავშირებით Radio 105-ის ეთერში ისაუბრა.

"მჯერა იმ ყველაფრის, რასაც ვაკეთებ. არვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩემი საფეხბურთო კარიერა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, გავცდე იმ საზღვარს, რაც შესაძლებელია, რატომ უნდა იყო ნორმალური, როცა შეგიძლია ბევრად ძლიერი იყო?

ვნახავთ რა იქნება მომავალში, კონკრეტული რაღაცეები მაინტერესებს, მაგალითად, მსახიობობა, მინდა ვაკეთო ისეთი რაღაც, რაც ადრენალინს მომცემს, თუმცა ფეხბურთს არაფერი შეედრება.

სიტუაციის შეცვლა მომიწევს, უამრავი იდეა მაქვს, თუმცა ახლა კონცენტრირებული ფეხბურთელობაზე ვარ, როდესაც
ტრავმის შემდეგ დავბრუნდები, მთელ სტადიონს "დავანგრევ" - განაცხადა შვედმა.

შეგახსენებთ, ზლატანი 23 იანვრის შემდეგ მოედანზე არ გამოსულა, რაც შეეხება "როსონერის", 25 ტურის შემდეგ "მილანს" 55 ქულა აქვს და სერია A-ს ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი დღეს, 19 თებერვალს, "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი მსახიობი იქნება,გამორჩეული გარეგნობით.ვინი ჯონსს აჯობებს.
Status quo
18:57 19-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული