კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი შეიძლება იტალიაში გადაბარგდეს

AutoSharing Option
"რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, 23 წლის სეად ჰაკშაბანოვიჩმაც შეიძლება კარიერა სერია A-ში გააგრძელოს.

calciomercatoday-ს ცნობით, ჩერნოგორიელ ნახევარმცველს "ლაციო" იმ შემთხვევაში გაუფორმებს კონტრაქტს, თუ გუნდს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი დატოვებს.

"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ რომაული კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს.

ჰაკშაბანოვიჩმა "რუბინთან" ხელშეკრულების შეჩერების უფლებით ისარგებლა და შვედეთის "იურგორდენში" გადავიდა, რომლის რიგებში 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ყაზანურმა კლუბმა ჰაკშაბანოვიჩი გასული წლის ზაფხულში 6.5 მილიონ ევროდ შეიძინა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 5.5 მილიონია.