"წადი და მოპარულ მანქანას დაგიბრუნებთ" - "ნაპოლის" ფანები სპალეტის მიმართავენ

AutoSharing Option
მართალია "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელი დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის არ გადააყენებს, მაგრამ ტიფოზებს მისი გუნდში დარჩენა არ უნდათ, - იტყობინება "კორიერე დელო სპორტი".

გულშემატკივრებმა სპალეტის წასვლისაკენ მოუწოდეს - მარადონას სტადიონთან მათ ბანერი გამოფინეს წარწერით: "სპალეტი, თუ წახვალ, "პანდას" დაგიბრუნებთ".

საუბარია Fiat Panda-ზე, რომელიც სპალეტის გასული წლის ოქტომბერში ღამით მოჰპარეს.

ასევე დაგაინტერესებთ