სერია A-ს ბოლო ტურში „მილანმა“ სტუმრად „სასუოლოს“ 3:0 სძლია და 11 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეცხრამეტედ გახდა ჩემპიონი.
ამ შეხვედრაში დუბლი ჟირუმ შეასრულა, ხოლო ერთი გოლი კესიემ გაიტანა.
იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ერთად მეორედ მოიგო სკუდეტო, ეს მის კარიერაში ოცდამეთორმეტე ტიტულია - მეთორმეტე საჩემპიონო.
„მილანის“ მწვრთნელმა პიოლიმ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.