"მილანი" მზადაა იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

AutoSharing Option
სერია A-ს მოქმედი გამარჯვებული "მილანი" მზადაა შვედ ლეგენდას, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გაუხანგრძლივოს.

"როსონერი" 40 წლის ფორვარდს 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, თუმცა თავად იბრაჰიმოვიჩის სურვილი ჯერჯერობით უცნობია.

არსებობს ფეხბურთში დარჩენის კიდევ ერთი ვარიანტი: თუ იგი უარს იტყვის "როსონერისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაშინ მუშაობას თავისი ყოფილი აგენტის, მინო რაიოლას კომპანიაში დაიწყებს.

ცნობისთვის, ამ სეზონში "შავ-წითლების" ვეტერანმა ფორვარდმა 22 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს და ბუფონი რა ,,ბურთის ღორები" არიან! DDD
რუსთავი
05:06 24-05-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული