"ამის პრობლემას ვერ ვხედავ" - მალდინიმ თქვა, იქნება თუ არა იბრაჰიმოვიჩი მომავალ სეზონშიც "მილანში"

AutoSharing Option
"მილანის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ გუნდის შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალზე ისაუბრა. როგორც ლეგენდარული მცველის საუბრიდან ვიგებთ, ვეტერანი თავდამსხმელი მომავალ სეზონშიც "სან სიროზე" იბურთავებს.

"ვთქვი და კვლავ გავიმეორებ, რომ ზლატანი კარიერას არ ასრულებს. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისას, რომ მან ჩვენთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს", - თქვა მალდინიმ.

მოქმედი ხელშეკრულება იბრაჰიმოვიჩს "მილანთან" ამა წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.