მამარდაშვილის "ვალენსია" "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერით ძლიერდება

AutoSharing Option
"ინტერის" ფორვარდი ედინ ჯეკო გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ბოსნიელი "სან სიროზე" თავის ადგილს ვეღარ ხედავს, რადგან "ნერაძურიმ" რომელუ ლუკაკუ დაიბრუნა და სავარაუდოდ, პაულო დიბალას ტრანსფერსაც გაჩარხავს.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჯეკოს არ უნდა, რომ 36 წლის ასაკში სათადარიგოთა შორის იჯდეს და ახალი კლუბის მოძებნა აქვს გადაწყვეტილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს ახალი გუნდი "ვალენსია" იქნება, რომელიც ბოსნიელთან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებს.

ჯეკო გასულ სეზონში "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერი იყო და სერია A-ში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 13 გოლითა და 5 შედეგიანი გადაცემითაც გამოირჩა.
ასევე დაგაინტერესებთ