რონალდო მართლაც ხვიჩასთან მიდის? - რას წერს ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
The Athletic-ის ჟურნალისტი ლორი ვითველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კრიშტიანო რონალდოს არ გაყიდის.

მისი ცნობით, "წითელი ეშმაკები" არც კვარაცხელიას "ნაპოლის", არც "რომას" და სხვა კლუბების წინადადებას არ განიხილავენ, ახლა ეს მოცემულობაა, რაც სამომავლოდ, შესაძლოა, შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს "ოლდ ტრაფორდიდან" აბარგების შესახებ ხმები ბოლო პერიოდია აქტიურად ვრცელდება, მას სხვადასხვა მსოფლიო გრანდებს უკავშირებენ.

altხვიჩასთან, "ნაპოლიში" - რონალდო და კვარაცხელია ერთად შეუტევენ?

ასევე დაგაინტერესებთ