მოურინიოს "რომა" კიდევ უფრო ძლიერდება - "ჯალოროსის" რიგებს ვეინალდუმი შეემატება

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-ის ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი, დიდი ალბათობით, კარიერას "რომაში" გააგრძელებს.

ფეხბურთელმა "ჯალოროსისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა მხოლოდ გუნდების მოლაპარაკებაღა დარჩა.

ვეინალდუმს პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ის "ოლიმპიკოზე" იჯარით გადაბარგდება და "რომას" შემდეგ მისი გამოსყიდვა შეეძლება.
ასევე დაგაინტერესებთ