"ნაპოლი" კვარაცხელიას დუბლიორს იმატებს - 23 წლის ფეხბურთელი იტალიურ გუნდში იანვარში ჩაირიცხება

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ბოდო გლიმტის" 23 წლის ვინგერი ოლა სოლბაკენი 2023 წლის იანვრიდან კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

ის დეკემბერში თავისუფალი აგენტი გახდება და შესაბამისად, იტალიური კლუბიც ხელში მას სრულიად უსასყიდლოდ ჩაიგდებს.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ის ხვიჩა კვარაცხელიას დუბლიორი უნდა იყოს და ქართველის ღირსეულად შეცვლაც შეეძლოს, სოლბაკენის გადმოსვლამდე კი ხვიჩას პოზიციაზე თამაში ელიფ ელმასსაც შეუძლია.

სოლბაკენმა კარიერა "რანჰეიმში" დაიწყო, 2020 წელს კი "ბოდოში" გადაბარგდა და კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.
ასევე დაგაინტერესებთ