გადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლიში" ევროპის ჩემპიონთან ერთად შეუტევს

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ "სასუოლოს" 22 წლის უნივერსალი ჯაკომო რასპადორი კარიერას ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ცნობას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდაპირველად "ნაპოლი" ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით აიყვანს და 5 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდეგ კი 30 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

ჯაკომო 2020 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ის ქვეყანაში ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, უნივერსალია და ათიანზე, მეორე ფორვარდად, ცხრიანზე და ვინგერადაც შეუძლია თამაში.
ასევე დაგაინტერესებთ